თეგი: რუსი ოლიგარქი

იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს

იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს 578 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა დააყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. უწყების განცხადებით, იახტა ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ ტრიესტის პორტში იდგა. მელნიჩენკო სასანქციო სიაში ევროკავშირმა 9 მარტს შეიყვანა. ასევე წაიკითხეთ: დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

იტალიამ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს 11 ვილა ჩამოართვა - მედია

იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარს ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა ჩამოართვა. მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭომ კანტორის აქტივების კონფისკაციის განკარგულება 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში გასცა, მაგრამ პროცესი მხოლოდ ახლა დასრულდა. კანტორის იტალიური ქონება სარდინიაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ვილა კი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის საზაფხულო რეზიდენციას ესაზღვრება. სანქციების დაწესებამდე ვიაჩესლავ კანტორი მინერალური სასუქების მწარმოებელი Akron-ის მთავარი მფლობელი იყო, Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 4,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. 2022 წლის რეიტინგში კანტორი 27-ე ადგილზეა. სანქციების დაწესების შემდეგ ბიზნესმენმა თავისი წილი მენეჯმენტს გადასცა.  

ტოსკანაში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის ვილა გაძარცვეს

ტოსკანურ კომუნა ფორტე დეი მარმში, რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის კუთვნილი ვილა გაძარცვეს. ინფორმაციას იტალიური სააგენტო Adnkronos ავრცელებს. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით ძარცვა 17 ნოემბერს ღამით მოხდა. როგორც გაზეთი აღნიშნავს, ქურდები „პროფესიონალურად მოიქცნენ", რადგან ცარიელი ვილის უსაფრთხოების კომპლექსურ სისტემაში შეიჭრნენ. მძარცველებმა გახსნეს ორი სეიფი და მოიპარეს ძვირფასეულობა, ძვირადღირებული საათები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომელთა ღირებულება შესაძლოა, რამდენიმე ასეულ ათას ევროს აღემატებოდეს. ძარცვის ფაქტი, სახლის მომვლელმა აღმოაჩინა. ტინკოვი და მისი ოჯახი იმ დროს მექსიკაში იმყოფებოდნენ.  

NYT: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, სანქცირებული რუსი მილიარდერის ანდრეი სკოჩის იახტის დაკავებას ცდილობს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს, სანქცირებული რუსი მილიარდერის ანდრეი სკოჩის იახტის Madame Gu-ს დაკავების უფლება მიიღოს.  ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. 99 მეტრიანი იახტა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატსა და მილიარდერ ანდრეი სკოჩთანაა კავშირში, აშშ-ის სანქციების სიაში ივნისში შევიდა. თავად სკოჩი აშშ-ის სანქციების ქვეშ 2018 წლიდან „რუსულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან“ კავშირის გამო იმყოფება. „შეერთებულ შტატებს არ შეუძლია სხვა ქონების კონფისკაცია, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროები მეგობრულად არიან განწყობილნი მოსკოვის მიმართ და უარს ამბობენ რუსი ოლიგარქების დევნაზე, ამიტომ დაახლოებით $156 მილიონად შეფასებული Madame Gu-ს დუბაიში საფრთხე არ ემუქრება.  თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დუბაი, იმ რუსული იახტებისა და თვითმფრინავების თავშესაფარი გახდა, რომლებსაც სხვაგან თავისუფლად ცურვა და ფრენა არ შეუძლიათ“, - წერს გამოცემა.  თავდაცვის მოწინავე კვლევების ცენტრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული მინიმუმ 38 ბიზნესმენი ან ოფიციალური პირი ფლობს უძრავ ქონებას დუბაიში, რომლის ღირებულება $314 მილიონზე მეტია. ამ ადამიანებიდან ხუთი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.  

Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა

Guardian-ის ცნობით, იტალიის მთავრობის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის მაზეპინის იახტა, ოლბიის პორტიდან საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა.  Guardian-ის ცნობით, 22 მეტრიანი იახრა Aldabar-ი, რომლის ღირებულებაც 700 000-დან ერთ მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იმყოფებოდა. იახტა  მარტში დააყადაღეს, როდესაც მაზეპინი იმ რუს ბიზნესმენებს შორის მოხვდა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. გაზეთის ცნობით, იახტა ივნისამდე იყო ოლბიაში, შემდეგ კი გაუჩინარდა - და ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა მაზეპინის საკუთრებად. „მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. რადგან გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოკვლევა", - აცხადებს მედიასთან წყარო. იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაზეთს განუცხადა: „როდესაც ჩვენ საკუთრების გადამოწმების პროცესში ვიყავით, იახტა გადამალეს“. პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც იახტა ოლბიის პორტიდან გაიყვანა. იტალიის პოლიციამ დაადგინა, რომ რუსი ოლიგარქის იახტა ბოლოს ტუნისში, ბიზერტეს პორტში ნახეს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. The Guardian იუწყება, რომ ახლა იტალიის ხელისუფლებას შეუძლია დააჯარიმოს თავად მაზეპინი და ის კომპანია, რომელიც იახტის გაყვანის პროცესში მონაწილეობდა.  მედიის ცნობით, ამ დროისთვის მაზეპინის კუთვნილი ვილა სარდინიაზე დაყადაღებულია. მაზეპინი ხელმძღვანელობს Uralchem-ის დირექტორთა საბჭოს, ის ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების სიაშია.  

იტალიელი სამართალდამცველები რუს ოლიგარქ დიმიტრი მაზეპინსა და მის იახტას ეძებენ

იტალიელმა სამართალდამცველებმა რუსი ოლიგარქი დიმიტრი მაზეპინი ძებნილთა სიაში შეიყვანეს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის ფონზე დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსი ოლიგარქის იახტა სარდინიის პორტიდან 2022 წლის ზაფხულში გაუჩინარდა. იტალიელმა პროკურორებმა გააანალიზეს უძრავი ქონების მონაცემები, რომლის მიხედვითაც რუსმა ოლიგარქმა ტოსკანის საკურორტო ქალაქ ფორტე დეი მარმიში, ახლახან ზღვისპირა ვილა იქირავა. ასევე სამართალდამცველები ცდილობენ იპოვონ მისი 22 მეტრიანი სუპერიახტა Aldabra, რომელიც ბოლოს ლიგურიის რივიერაზე მდებარე სავონას პორტში დაფიქსირდა. სავარაუდოდ იახტა რომლის ღირებულებაც 700 000-დან 1 მილიონ ევრომდეა, ტუნისში გადაიყვანეს. რუსი ოლიგარქის იახტა, სანქციების გამო კონფისკაციას ექვემდებარებოდა.  დიმიტრი მაზეპინი სანქცირებულთა სიაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხვდა. მედიის ცნობით, იტალიში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა რუსმა ოლიგარქმა ქვეყანაში გაყინული აქტივებით მოახერხა ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილება. იტალიის პოლიცია ვარაუდობს, რომ თავად მაზეპინი შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ დიმიტრი მაზეპინი, მინერალური სასუქების კომპანიის მილიარდერი მფლობელი და ფორმულა 1-ის ყოფილი მძღოლის, ნიკიტა მაზეპინის მამაა. მისი კაპიტალი ახლა $800 მილიონს აღემატება.   

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ, რუს ოლიგარქ შელკოვს აქტივები ჩამოართვა

უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (VAKS) რუს მილიარდერსა და ოლიგარქ, სახელმწიფო კომპანია Rostec-ის საინვესტიციო განყოფილების ყოფილ ხელმძღვანელს მიხაილ შელკოვს უკრაინული აქტივები ჩამოართვა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის უზენაეს ანტიკორუფციულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება. როგორც სასამართლოში განაცხადეს, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მედიის ცნობით, ქონების კონფისკაცია შეეხო შპს VSMPO TITAN-ის წილის 100%-ს, რომელიც რუსეთის თავდაცვისთვის მუშაობდა. ასევე რუს ოლიგარქს ჩამოართვეს ბინა და საპარკინგე ადგილი ოდესაში. უჟანგავი ფოლადის ფირის რულონების შემადგენლობა საერთო ფართობით 2411.3 კვ. მეტრი ნიკოპოლში; კომპლექსი ნიკოპოლში; ბინა საერთო ფართით 68.5 კვ. მეტრი ნიკოპოლში; ბორბლიანი ტრაქტორი; მისაბმელი; LEXUS მანქანა; ოთხი MITSUBISHI PAJER0 SPORT-ის ბრენდის მანქანა და ფული საბანკო ანგარიშებზე. როგორც VAKS-ის შეტყობინებაშია აღნიშნული, სააპელაციო საჩივრის შეტანა შესაძლებელია უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში.  

აშშ რუს ოლიგარქს 5,4 მილიონ დოლარს ჩამოართმევს

აშშ-ის პროკურატურამ შესაძლოა 5,4 მილიონი დოლარი ჩამოართვას სანქცირებული რუს ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევს და თანხები უკრაინის აღდგენის მიზნით გამოიყენლოს, იტყობინება Reuters. მალოფეევს 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში რუსი მარიონეტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ. შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 2022 წლის 21 აპრილს გამოაცხადა, რომლის სამიზნეც იყო 40-ზე მეტი ფიზიკური და სუბიექტი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სანქცირებულ რუს ბიზნესმენ, კონსტანტინე მალოფეევთან.